ინანებ, ერთ დღეს უჩემობას მართლა ინანებ!
მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ...
ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი!
ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე,
ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე...
გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით,
არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები...
დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები,
გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები!