ყველას გაგვიგია, რომ არსებობს ოქროს და ვერცხლის ქორწილი. თუმცა თურმე, ქორწინების ყოველ წელს საკუთარი სახელი ქონია…
მწვანე ქორწილი – აქ შედის ქორწინების პირველი დღე. ამ დღეს იწყება ათვლა წლისთავისათვის. მწვანე ქორწილი აღინიშნება მთელი პირველი წლის განმავლობაში, ყოველი თვის იმ რიცხვში, როცა ქორწილი შედგა.
1 წლისთავი – ჩითის ან მარლის ქორწილი
ესაა პირველი წლისთავი ოჯახური ცხოვრების. ამ დღეს ახალბედა ცოლი იცვამს ჩითის კაბას და ისე ეგებება ქმარს.
2 წლისთავი – ქაღალდის ქორწილი
მეორე წელი- ესაა ოჯახის მოთმინების გამოცდის წელი. ძალიან ხშირად, მეორე წლისთავზე ოჯახში ახალი წევრია, ამიტომ საჭიროა ურთიეთობები იყოს მეგობრული და თბილი. ქაღალდი – სიმბოლოა არამყარობის, სიმყიფის. ამიტომ, მხოლოდ ცოლზე და