დედას
სამი მარტი დედის დღეა, მეც გილოცავ დედი.
მაგრამ თვალებცრემლიანი, გულიც დარდით კვნესის.
იცი როგორ მენატრები და მაკლიხარ დედი.
თვალზე ცრემლი დამდენია შენს ნატვრაში ბევრი.
შენი სუნთქვა, შენი სითბო მენატრება დედი.
შენს მაგივრად შენს საფლავთან დავიჩოქებ შენთვის.
ეხლაც ვტირი, მონატრების ცრემლი თვალებს ფარავს.
ისე ძლიერ მენატრები, გულსაც დარდი აკრავს.
ყვავილები ხომ გიყვარდა, მეც მოგართმევ დედი.
გაზაფხულსაც მოგილოცავ და სამ მარტსაც დედი.
ვიცი კვლავ ჩვენზე ლოცულობ და შორიდან გვეტრფი.
მეც შორიდან გეფერები ოცნრბებში დედი.
02.03.2017
მზია კაპანაძე