მოკლე ბიოგრაფია
მეორე გამოცემა, შესწორებული და შევსებული
X მეათე თავი
მეორე ნაწილი
გვერდი 160 და 162
ცენტრალური კომიტეტისა და ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელობით პარტიამ ყოველმხრივ გააჩაღა არჩევნებისათვის მოსამზადებელი მუშაობა. ახალი კონსტიტუციის შემოღება ნიშნავდა შემობრუნებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთელი მისი პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას. ახალმა საარჩევნო სისტემამ გამოიწვია მასების პოლიტიკური აქტივობის გაძლიერება, საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების მიმართ მათი კონტროლის გაძლიერება, ხალხის წინაშე საბჭოთა ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობის გაძლიერება. ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობით, სტალინის ხელმძღვანელობით პარტიამ შინაპარტიული დემოკრატიის გაშლის, დემოკრატიული ცენტრალიზმის სიწყისთა განმტკიცების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის განვითარების, პარტიული მასების წინაშე პარტიული ორგანოების პასუხისმგებლობის გაძლიერების საფუძველზე ახალი ამოცანების შესაბამისად გადაჰქმნა თავისი მუშაობის ფორმები. პარტიამ საარჩევნო კამპანიას ქვაკუთხედად დაუდო კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკის სტალინური იდეა. 1937 წლის 11 დეკემბერს, არჩევნების წინადღეს, სტალინი გამოვიდა ქ. მოსკოვის სტალინის საარჩევნო ოლქში. თავის სიტყვაში მან ცხადჰყო ძირფესვიანი განსხვავება ნამდვილად თავისუფალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისა სსრ კავშირში არჩევნებისაგან კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც ხალხზე ზეგავლენას ახდენენ ექსპლოატატორული კლასები. ჩვენში, სსრ კავშირში, ექსპლოატატორული კლასები ლიკვიდირებული არიან, სოციალიზმი უკვე შევიდა ყოფაცხოვრებაში და ამ საფუძველზე ხდება არჩევნები. შემდეგ სტალინმა განსაზღვრა, თუ როგორი პოლიტიკური მოღვაწეები უნდა იყვნენ ხალხის რჩეულნი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ხალხი უნდა მოითხოვდეს, რომ ისინი იყვნენ ლენინის ტიპის პოლიტიკური მოღვაწენი, ისეთივე ნათელნი, გამორკვეულნი, უშიშარნი ბრძოლაში, თავისუფალნი პანიკის ყოველგვარი ნასახისაგან, შეუბრალებელნი ხალხის მტრების მიმართ, ბრძენნი და აუჩქარებელნი რთული პოლიტიკური საკითხების გადაჭრის დროს, სადაც საჭიროა ყოველმხრივი ორიენტაცია, ისეთივე მართალნი, როგორიც იყო ლენინი, რომ მათ ისევე უყვარდეთ თავისი ხალხი, როგორც უყვარდა იგი ლენინს. მთელი ჩვენი ქვეყანა ისმენდა თავისი ბრძენი, გენიალური ბელადის სიტყვას. მისი სიტყვები ღრმად ჩასწვდა მშრომელთა შეგნებას. სტალინის სიტყვამ განსაზღვრა ხალხის რჩეულთა მოღვაწეობის პრინციპები, მან აღაფრთოვანა ხალხი, კიდევ უფრო მეტად განამტკიცა კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკი. 12 დეკემბერს შესდგა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. არჩევნები გადაიქცა საყოველთაო სახალხო დღესასწაულად, საბჭოთა ხალხის ზეიმად. 94 მილიონი ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 91 მილიონზე მეტმა (96,8 პროცენტი); 90 მილიონმა კაცმა კომუნისტებისა და უპარტიოების ბლოკის კანდიდატებისათვის ხმის ერთსულოვნად მიცემით დაადასტურა სოციალიზმის გამარჯვება. ეს იყო კომუნისტებისა და უპარტიოების სტალინური ბლოკის შესანიშნავი გამარჯვება, ლენინ — სტალინის პარტიის ტრიუმფი, პარტიის ლენინურ-სტალინური ხელმძღვანელობის ტრიუმფი. საბჭოთა ხალხის მორალურ-პოლიტიკურმა ერთიანობამ აქ თავისი ბრწყინვალე დადასტურება ჰპოვა. სტალინი ხალხის პირველი რჩეულია, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი დეპუტატი. მასების გიგანტურად გაზრდილმა აქტივობამ და შემდგომი სოციალისტური მშენებლობის უდიდესმა ამოცანებმა ახლებურად დააყენეს საკითხი ჩვენი კადრების იდეური და პოლიტიკური გამოწრთობის შესახებ. ამხანაგმა სტალინმა მთელ რიგ თავის გამოსვლებში უაღრესად მკვეთრად დააყენა ჩვენი კადრების წინაშე ბოლშევიზმის დაუფლების ამოცანა. ამხანაგი სტალინი მიგვითითებდა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება და შესაძლებლობა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ იდეოლოგიურად მოვამზადოთ ჩვენი კადრები და პოლიტიკურად გამოვაწრთოთ ისინი, და რომ ამაზე ცხრა მეათედით დამოკიდებულია ყველა ჩვენი პრაქტიკული ამოცანის გადაჭრა.
შემდგენელი:
გ. თ. ალექსანდროვი
მ. რ. გალაქტიონოვი
ვ. ს. კრუჟკოვი
მ. მ. მიტინი
ვ. დ. მოჩალოვი
პ. ნ. პოსპელოვი
თბილისი — 1949
_______________________
იოსებ ბესარიონის-ძე სტალინი
მოკლე ბიოგრაფია
მეორე გამოცემა, შესწორებული და შევსებული
X მეათე თავი
გვერდი 147 და 159
პირველი ნაწილი
სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე https://m.facebook.com/story.php?story_fbid=690099268634571&id=100029035131983


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев