
ქალაქ ღაზის ერთ-ერთმა დიდებულმა ყური მოჰკრა მათ სიტყვებს, რომ რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო ცოდვილი ჰგონია საკუთარი თავი, გაუკვირდა და იკითხა:
- როგორ შეიძლება ასე იყოს?
და ვინაიდან არ ესმოდა, მოინდომა ამ სიტყვების არსს ჩაწვდომოდა.
ერთმა ბერმა უთხრა:
- დიდებულო ბატონო მითხარი, რად მიგაჩნია თავი შენს ქალაქში?დიდებულმა უპასუხა:
- ჩემი თავი დიდებულად და პირველად მიმაჩნია ქალაქში.
- თუ კეისართან წახვალ, რად ჩათვლი თავს?
- უკანასკნელად იქაურ დიდებულთა შორის.
- თუკი ანტიოქიაში გაემგზავრები, რად ჩათვლი იქ თავს?
- იქ ჩემს თავს უბრალო ადამიანად ჩავთვლი.
- ხოლო, კონსტანტინოპოლში თუ წახვალ და მეფეს მიუახლოვდები?
- თითქმის გლახაკად.
- ასევე არიან წმინდანები,- უთხრა ბერმა, - რაც უფრო უახლოვდებიან ღმერთს, მით უფრო ცოდვილად მიაჩნიათ თავი. რამეთუ აბრაამმა, როდესაც უფალი იხილა, საკუთარ თავს ნაცარი უწოდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев