მე ძველმოდური ვარ.
ვთვლი, რომ ტრანსპორტში მამაკაცმა ადგილი უნდა დამითმოს, მაშინაც კი, როცა არც ორსულად ვარ და არც ბევრი ტვირთით. დიახ, უნდა გამიღოს კარი და გამომიწოდოს ხელი, როცა ჩამოვდივარ ავტობუსიდან, მაშინაც კი, როცა არ ვიცნობთ და ვერც ვერასდროს გავიცნობთ ერთმანეთს. მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ.
მე ძველმოდური ვარ.
თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუ