დედაჩემის ერთდაერთი შვილი ვარ. ის გვიან გათხოვდა და ექიმებმა აუკრძალეს მეტი შვილის ყოლა. თუმცა დედამ მაინც გარისკა და მალე მე ვეყოლე - სანატრელი ვაჟი!
დედა მუშაობას ძალიან ადრე იწყებდა და სამსახურში წასვლამდე უნდა დავეტოვებინა ბაღში, რომელიც ტრამვაის გაჩერებასთან ახლოს იყო. სამსახურში მისვლა რომ მოესწრო, დედა დილის პირველი ტრამვაით მგზავრობდა, რომელსაც მუდამ უცვლელი მძღოლები მართავდნენ. ჩვენ ტრავმაიდან გამოვდიოდით, ის მაცილებდა ბაღამდე, მაბარებდა აღმზდელს, ბრუნდებოდა გაჩერეებაზე და... ელოდებოდა შემდეგ ტრამვაის
რამდენიმე დაგვიანების შემდეგ დედას სამსახურში პრობლემები შეექმნა - შეიძლებოდა დაეკარგა. მხოლოდ მამას ხელფასზე ჩვენი ოჯახი ვერ იცხოვრებდა, გამოსავალი აღარ რჩებოდა - დედამ გადაწყვიტა მ