“რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ანდა სიამოვნებს ? იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.”
"მე შენს თვალებში ვკითხულობ სევდას,
გაჩუმებულხარ როგორც ტირიფი.
ღვთიურ ჩანჩქერის შენაკადს გავხარ,
იქნებ გიყვარვარ?... მაგრამ ვინ იცის...
მე რომ გრძნობების პოეტი ვიყო,
შენს გულის გრძნობას გამოვხატავდი,
მე რომ გრძნობების მხატვარი ვიყო,
შენს გრძნობას გულზე დავიხატავდი.
არც პოეტი ვარ და არც მხატვარი
და არც გრძნობების მწერალი ვინმე,
მაგრამ სიყვარულს ვერ გაექცევი,
რადგან სიყვარულს ღმერთები ქმნიდნენ!.."
..არსებობენ ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები...და
არსებობენ შენი სულის ადამიანები.
ურთიერთობის ეს სახე არ არის სიყვარული, არც მეგობრობა, არამედ რაღაც სხვა....
კარლინი.