ზიარების ღვთაებრივი ძალა.
ქრისტიანო, ზიარება გსურს? ამ წმინდა პურს და ბარძიმს ხომ ხედავ წმინდა ტრაპეზზე? ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია! ეს თვით ღმერთია ხორცში! იქ ცეცხლია ღვთაებისა, ღირსეულთა განმანათლებელი და უღირსთა დამწველი! ნუ შეეხები, ნუ მიუახლოვდები, ჯერ ცოდვა მოიშორე შენი სულიდან! ვინმესთან იჩხუბე? ჯერ წყენის საკვრელი გახსენი. მრუშსა და მეძავს დანებდი? მაშ ჯერ გაწყვიტე მათთან კავშირი და ისე მიიღე წმინდა ზიარება.
გადაწყვეტილი გაქვს ისევ შესცოდო? მაშ განეშორე წმინდა ტრაპეზს! განეშორე წმინდა ზიარებას!
ზიარება - ეს ის სიყვარულია, რომლის ახსნაც არ ძალგვიძს. მას ვერ გაზომავ - ის განუზომელია! ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე დიდი სასწაული! სიყვარული ღვთაებრივი, სიყვარული სრულყოფილი, მ
როგორ მინდა ღვინოს ვსვამდე მომერიოს სასმელი,
ერთი ჭიქა დავლიო და ბოლომდე ვთქვა სათქმელი,
სადღეგრძელოს ვიტყვი ლექსად,როგორც ნაღდი ქართველი,
გარდაცვლილებს მოვიგონებ ყველას ედგას ნათელი,
ალავერდსაც ჩამოვივლი არვინ დამრჩეს ნაწყენი,
ზომიერად ვიქეიფებ არ დამჭირდეს მაშველი,
სიყვარულით დავიწვები როგორც- - წმინდა სანთელი....
სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,
ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი.
წვავდა შორი მოგონება და ოცნება მალი,
უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი.
ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით,
ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა, ვერც ნაპირზე მისვლით,
ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი,
ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.
გედმა ეკლის გზა ირჩია, არ გათელა ვარდი,
და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,
საკვირველი იყო გედი, როცა ამდენს ძლებდა,
იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა ...