ხსენება საშინელი სამსჯავროსი. ხორცის აკრეფა.
მარხვის დაწყებას წინ უშუალოდ უძღვის ბოლო კვირა - შვიდეული ყველიერისა. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ აიკრიბა სუფრიდან და აღდგომამდე აღარ იჭმევა.
საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.
დღეს 26 აგვისტოს წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის დაბადების დღეა!
ვულოცავ სრულიად საქართველოს! ჩემს მეგობრებს და ყველა ემიგრანტს! წმ მამა გაბრიელის მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მადლიან ოჯახებს.ყველანი მიყვარხართ და გეფერებით შორიდან ღმერთმა და წმ მამა გაბრიელმა დაგლოცოთ!!!
მარადყვავილოვანი ცხოვრება.
ღირსი დედა თეოდორა ამბობდა: „ვაი შენდა, სხეულო ჩემო, რამეთუ სცან, რა შეგაგინებს, რა გაგხდის ღირსს ცეცხლსა ჯოჯოხეთისასა, და მაინც ყოველთვის მას ეძიებ: ანუ განძღომას მუცლისა, და არასდროს დაადუმებ ენასა შენსა! ვაი შენდა, სულო ჩემო! რამეთუ ჩაიდინე ცოდვა და განარისხე ღმერთი, და გიღირს დაუცხრომელი ტირილი და შემუსვრა სულისა, შენ კი გსურს იცხოვრო მხიარულებით და უდარდელად! ვაი შენდა, სულო, რამეთუ განლევ დღეს დღეზე და ეუბნები ღმერთს: „ხვალ მოვინანიებ“, და არ იცი, იცხოვრებ კი ხვალამდე? ვაი შენდა, სულო, რამდენჯერ უნდოდა ღმერთს მოქცევა და შეწყალება შენი, შენ კი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდი მას! რამდენჯერ ღმერთმა განგანათლა შენ, შენ კი ჯიუტობდი! რამდენჯერ განუგეშა შენ – შენს მდუმა