ღირსი დედა თეოდორა ამბობდა: „ვაი შენდა, სხეულო ჩემო, რამეთუ სცან, რა შეგაგინებს, რა გაგხდის ღირსს ცეცხლსა ჯოჯოხეთისასა, და მაინც ყოველთვის მას ეძიებ: ანუ განძღომას მუცლისა, და არასდროს დაადუმებ ენასა შენსა! ვაი შენდა, სულო ჩემო! რამეთუ ჩაიდინე ცოდვა და განარისხე ღმერთი, და გიღირს დაუცხრომელი ტირილი და შემუსვრა სულისა, შენ კი გსურს იცხოვრო მხიარულებით და უდარდელად! ვაი შენდა, სულო, რამეთუ განლევ დღეს დღეზე და ეუბნები ღმერთს: „ხვალ მოვინანიებ“, და არ იცი, იცხოვრებ კი ხვალამდე? ვაი შენდა, სულო, რამდენჯერ უნდოდა ღმერთს მოქცევა და შეწყალება შენი, შენ კი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდი მას! რამდენჯერ ღმერთმა განგანათლა შენ, შენ კი ჯიუტობდი! რამდენჯერ განუგეშა შენ – შენს მდუმარებაში, შენ კი მაინც გიმძიმდა ის! რამდენჯერ განგამტკიცა შენ, შენ კი მაინც უდებ იყავი! რამდენჯერ დაგმოძღვრა შენ, შენ კი არ უსმენდი! ამისთვის, საწყალობელო სულო, ახლა მაინც სრულიად თუ არ შეინანებ, აწ გარწმუნებ შენ, რომ ცეცხლი მარადიული იქნება საცხოვრებელი შენი“.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев