ბედნიერი თუ არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
პირიქით, ეს იმის მიზეზია, რომ ბედნიერების ძიება დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ამით არ იწყება და არ მთავრდება სამყარო. ისიც ბედნიერებაა, ახალი დღე რომ გათენდება და ხვდები, რომ შენი არსებობა 1 დღით გახანგრძლივდა. ისიც ბედნიერებაა, რომ არაფერი გტკივა და დამოუკიდებლად ახერხებ გადაადგილებას. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მხედველობა და შეგიძლია, დაინახო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს სმენა და შეგიძლია, ისმენდე საყვარელ მუსიკას, ადამიანების ხმებს, გამთენიისას ჩიტების ჟღურტულს, ზღვის ხმაურს... ისიც ბედნიერებაა, რომ გაქვს მეტყველების უნარი და მეტ-ნაკლებად ახერხებ სხვებისთვის იმის გაზიარებას, რაც გაწუხებს ან გიხ