ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ორი სახის ადამიანები: რომლებიც არ უნდა გაგვეცნო და რომლებიც გავიცანით და არასოდეს ვინანებთ ამ გაცნობას.
ყველაზე რთული იმათგან
თავის დაღწევაა ვინც არ უნდა გაგვეცნო."
შონ აბრამი
დედა საუნჯეა შეუცვლელი, ერთადერთია ვისაც უანგაროდ ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ, ისეთს მიგიღებს როგორსაც ცხოვრება გაგხდის, ეყვარები და არაფერს მოგთხოვს სანაცვლოდ, გულს ატკენ და ცრემლნარევი მაინც გაგიღიმებს.
გაუფრთხილდით დედებს. გილოცავთ დედის დღეს <3
ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის, ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია. ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა... მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელზედაც ამბობენ, ღიმილს ღამით ჭიქაში ინახავს პროტეზივით, რათა დილით ისევ გაიკეთოსო. ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით. და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია, ისიც გვატყუებს...
/ო.ჭილაძე/
რატომ ტირის ადამიანი?
“- რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა…
– მაინც?
– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…
– მერე, რა გატირებს?
– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა…
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…
– მერე შენ ამის გეშინია?
– შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის…
– დასასრული არ არსებობს..
– როგორ თუ არ არსებობს?!
– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავი
იმედის,სიყვარულის,ურთიერთპატივისცემის, ბედნიერების, ნდობისა და უსაზღვრო სითბოს გამომჟღავნების წელი ყოფილიყოს. ის რაც თითოეული ჩვენგანის გულშია, რომლის შესრულებაზეც ყველაზე ბევრი გვიოცნებია, ყველაზე მეტად გვინატრია მთელი სიცხადით აგვსრულებოდეს...