08.08.2008
# თურმე # გმირებთან # ერთად # გვიცხოვრია
2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალისათვის
ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ
დისველის მცხოვრები 23 წლის ვაჟკაცი
ასლან შაინიძე. მას დარჩა მეუღლე და ორი
მცირეწლოვანი შვილი.
სისხლით დაწერილ ჩვენს ისტორიას
დღეს დაემატა ერთი ფურცელი,
ერს გამძლეობა მართლაც ჰქონია
და თავგანწირვა მარად უცვლელი.
გუშინ დიდი ძმა თითქოს პატრონი
დღეს ჩვენთან მოდის თოფით, ტანკებით.
პირისპირ ვრჩებით მასთან მარტონი,
კვლავ გადავრჩებით ალბათ განგებით.
და ვართ იმედად მხოლოდ უფლისა
და არწივების ქართველ გმირების,
ნაადრევად რომ დაკაცებულან,
სულ პირტიტველა ჩვენი ბიჭები.
მედგრად ებრძვიან მტერს ძლევამოსილს
და უყოყმანოდ სწირავენ თავს,
ბრძოლა სასტიკი და უსამართლო,
მტერი ძლიერი მტერად მრავალ