08.2008
# თურმე # გმირებთან # ერთად # გვიცხოვრია
2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალისათვის
ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ
დისველის მცხოვრები 23 წლის ვაჟკაცი
ასლან შაინიძე. მას დარჩა მეუღლე და ორი
მცირეწლოვანი შვილი.
სისხლით დაწერილ ჩვენს ისტორიას
დღეს დაემატა ერთი ფურცელი,
ერს გამძლეობა მართლაც ჰქონია
და თავგანწირვა მარად უცვლელი.
გუშინ დიდი ძმა თითქოს პატრონი
დღეს ჩვენთან მოდის თოფით, ტანკებით.
პირისპირ ვრჩებით მასთან მარტონი,
კვლავ გადავრჩებით ალბათ განგებით.
და ვართ იმედად მხოლოდ უფლისა
და არწივების ქართველ გმირების,
ნაადრევად რომ დაკაცებულან,
სულ პირტიტველა ჩვენი ბიჭები.
მედგრად ებრძვიან მტერს ძლევამოსილს
და უყოყმანოდ სწირავენ თავს,
ბრძოლა სასტიკი და უსამართლო,
მტერი ძლიერი მტერად მრავალი,
რუსის ჯარია მტერი მთავარი.
თითოეულ სახლსა და ქუჩისთვის
სასტიკი ბრძოლა იმართებოდა
და ომში ქართლის გულისთვის
ბევრი სიცოცხლე იკარგებოდა.
იყო უარესი სოდომის ცეცხლზე,
არტილერია რომ გრიალებდა
და იმ ქარცეცხლში სულ წინახაზზე
ჩვენი # ასლანი იქ ტრიალებდა.
არ მიატოვე მაინც დაჭრილმა
მეგობრები და ფრონტის ხაზი,
გადაარჩინა სისხლმა დაღვრილმა
შენმა სიცოცხლემ, სიცოცხლე ასის.
აზრიანი და გამართებული
ხანმოკლე წლები შენი ცხოვრების
იქცნენ დიდება ჩვენი მამულის
და გვეუფლება გრძნობა ღირსების.
შენ ცოცხალი ხარ, არ ვიქცეთ დარდად
ჩვენთვის დარჩები მუდამ ვაჟკაცი
მარად ჭაბუკი და ახალგაზრდა,
შენი საქმისთვის ფეხზე დავდგებით.
შენს მაგალითზე თაობებს გავზრდით
ასე ყოფილა ბედის ვარსკლავი,
შენს შვილებსაც შენს ამბავს ვეტყვით,
მშვიდად გეძინოს ბიჭო ასლანი.
ამ ტრაგედიას თანსდევს
სიამაყე და დიდება,
მამულისათვის სიკვდილი
არის ნამდვილი ღირსება.
# ასლან # შაინიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев