დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოძერწა ათი ადამი. ერთ-ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე – თევზაობდა... გადიოდა დრო... ერთხელ ათივე ადამი შემოქმედთან მივიდა თხოვნით:
- ღმერთო, თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ.
ღმერთმა მათ ცომი მისცა და უთხრა:
- თითოეულმა თქვენგანმა გამოძერწოს თავისი გემოვნების ქალი, ვისაც როგორი მოსწონს, ისეთი: სრული, გამხდარი, მაღალი, დაბალი... მე კი მათ სიცოცხლეს შთავბერავ.
ამის შემდეგ ღმერთმა გამოიტანა თასით შაქარი და თქვა:
- აქ შაქრის 10 ნატეხია. თითოეულმა აიღეთ თითო და აჭამეთ თქვენს ცოლს, რათა მათთან თქვენი ცხოვრება ტკბილი იყოს.
მართლაც ასე მოიქცნენ.
უცებ ღმერთი შეიჭმუხნა:
- თქვენ შორის ვიღაც მატყუარაა, რადგან თას