ლამის კი არა, თუ ვინმე არ მოსწონთ .რატომ უნდა დასცინო, უბრალოდ ჩაცმულ, თუნდაც არც თუ ისე დახვეწილი გემოვნების მქონე მოზარდს?… თუ რადგან რაიონში ცხოვრობს, არ აქვს უფლება, ფოტო გადაიღოს, ან “ფეისბუქზე” დარეგისტრირდეს???ნეტავ სად იჯდა ამდენი ხალხი, 24 საათი, “ფეისბუქის” გამოჩენამდე, ხომ არ იცით? )) არადა, რომ იცოდეთ, სოფელში, რაიონში გაზრდილ ბავშვებს უფრო სუფთა სამყარო აქვთ, უფრო უკეთაც სწავლობენ, თუ გაინტერესებთ და საერთოდ, ბევრად სჯობიან ასეთ “სვეტსკებს” თუ “ძერსკებს”… ))) ნეტავ ამ ხალხს სარკეში ჩაახედა საერთოდ, ერთმანეთს რომ ჰგვანან წვეთი წყალივით, ერთნაირი მაკიაჟი, ვარცხნილობა, ჩაცმულობა… ამ დროს კი რომ ჰკითხოთ “ფეშენ სასტავია” და ბოლო ტენდენციებს მისდევენ ფეხდაფეხ…))) ძალიან ხშირად, კუთხური კილოსა და გამოთქმის გამო დასცინიან რაიონებში და სოფლებში მაცხოვრებელ ხალხს, ქართული სიმღერის მოსმენას და ცეკვას გოიმობად რომ თვლიან 😂 (ნეტავ, ხვდებოდნენ, რა საშინლად ისმის ამათი “თფილი”, “ხვთები”, “ეხა” და ა.შ.) ხუმრობანარევი გურიაში რა თბილი და ტკბილი მოსასმენია 😍 თავად თბილისი და საქართველო, სოფლის გარეშე რა იქნებოდა? არაფერი!…სამაგიეროდ, შეუძლიათ შევიდნენ youtube-ზე, ან facebook-ზე და წერონ ათასგვარი დამამცირებელი, დამცინავი კომენტარი, სადაც პირველ რიგში თავიანთ დაბალ დონეს, უინტელექტობას, გაუნათლებლობას ავლენენ… ასეთ ხალხს ერთი ბანალური ფრაზა უნდა ვუთხრა: თავის დროზე ( სავარაუდოდ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ), თქვენი მშობლებიც ჩამოვიდნენ აქ, ან მათი პაპა-ბებიები, მაქსიმუმ. მათთვის, მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, სად მოდიხარ “ჩამოთრეულოო” და იძულებული გაეხადა, უკან წასულიყვნენ, დღეს თქვენც ისეთივე სოფლელები იქნებოდით, როგორც სხვები… არიან აქ ძირძველი თბილისელები, რომელთა წინაპრები როდის დასახლდნენ თბილისში, არავის ახსოვს. ასეთი ხალხი კოლორიტია ამ ქალაქის, ისინი გამოირჩევიან მართლაც დახვეწილი მეტყველებით ( არა ისეთით, როგორც ზევით აღვწერე) და ეს ადამიანები პატივს სცემენ სოფელს და სოფლელებს. არასოდეს არ უყურებენ ვინმეს ზემოდან. დანარჩენი “თბილისელების” საქმე კი ისეა – უნახავმა რა ნახაო… ეს ადამიანები არად აგდებენ სხვის ღირსებას, რადგან თავად არ გააჩნიათ საკუთარი.კიდევ ბევრი რამ შეიძლება ამ თემაზე ითქვას, მაგრამ აღარ მინდა… უბრალოდ დავამატებდი, რომ გიყვარდეთ ადამიანი, მისი პიროვნების გამო, მისი ადამიანობის გამო და არა სამოსი, ან აქსესუარები მასზე და მისი საცხოვრებელი ადგილი… როცა ერთი მეორეს დასცინის,ან თავი სხვა ადამიანზე მეტი ჰგონია ამით საკუთარ კომპლექსებს მალავს და რაც უფრო ხშირად დასცინის, რაც უფრო მწარედ, მით უფრო აწუხებს ეს კომპლექსები… ასე, რომ დასკვნები თქვენთვის მომინდვია… არავინ არაა, სხვაზე მეტი, ნივთების ან ფულის გამო. დროა, ბევრმა გაიაზროს ეს. არაფრით მოვსულვართ ამ ქვეყნად და არაფრით წავალთ მხოლოდ და მხოლოდ სახელი და პიროვნება დარჩება ჩვენი. (რაც ვფიქრობ ყველანაირ ქონებაზე უფრო მეტს ნიშნავს) მაპატიეთ, თუ ცოტა სუსხიანი პოსტი გამოვიდა და ცოტა არეულიც, მაგრამ უკვე შემაწუხებელია ამდენი ცინიკური საუბრის მოსმენა,ამდენი ამაყი და თავმაღალი ადამიანი. ასეთი სხვა უცხო კი არა მე პირადად ჩემიანი არ მენდომება. მართალია არ ვცხოვრობ რაიონში ვცხოვრობ ქალაქში, მაგრამ ჩემი წინაპრებიც ჩამოსულები იყვნენ რითიც ვამაყობდი, ვამაყობ და ვიამაყებ რადგან მათ პირველ რიგში ჩემთვის ყველაზე მთავარი დატოვეს სახელი და ადამიანობა სხვა ყველაფერი გამოგონილი ცინიზმია და მეტი არაფერი. არავინ არ თქვას რომ სხვაზე მეტი აქვს შექმნილი, არავინ არ თქვას,რომ სხვაზე მეტია რამით. ხომ ხართ "განათლებულები" მაშინ ესეც კარგად გეცოდინებათ,რომ " დრონი მეფობენ და არა მეფენი" მარტო სწავლა და დაზეპირება არ კმარა ცხოვრებაშიც მუდამ უნდა გახსოვდეთ ეს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев