შვილი დედას უცდის...
*********************************
ემიგრანტს სული სტკივა და არა სხეული,
ის მონატრებითაა გამხდარი სნეული,
ემიგრანტს ცხოვრება აქვს ნაბიჯარეული,
ან ვის გინახიათ გულგახარებული.
ცრემლი რომ აგროვოს, ტბადაა ქცეული,
შრომისგან რობოტად, ქვად გადაქცეული,
შვილებს მოწყვეტილი, მოთმენას ჩვეული,
ღიმილგაყინული, ლხინს გადაჩვეული.
ემიგრანტს რწმენა აქვს მაღალ ზეციურის,
ქუჩაში შეგხვდებათ თვალებამღვრეული,
მარტოსული დადის ფიქრებარეული,
თითქოს გამხდარაო უკვე მთვარეული.
ემიგრანტს მისჯილი აქვს წლები წამებული,
შვილებს ურყევად და ხიდად გადებული,
გულში იმედი აქვს ცეცხლად დანთებული,
შვილი დედას უცდის კარებგაღებული.
მისთვის ცხოვრებაა ჩამოღამებული,
დედის ხმა ჩაესმის:"შვილო, ჭამე პური?"
მხოლოდ ეკრანი