მოგერია ვიცი ცრემლი პატარა,
როს მხედავდი მარტოსულს და ეულსა,
მე ის ბიჭი უდარდელი აღარ ვარ,
ვუჩაგრივარ ამ ცხოვრებას წყეულსა.
ახლა კიდე სიყვარული მეწვია
და ეს გრძნობა ეს გრძნეული ჩემშია,
ამ თვალებმა ლამის მომაჯადოვა,
შენთან ერთად აღარ ვთვლი რომ მარტო ვარ.
გავა დღენი ზამთრის სუსხიც გაივლის,
გაზაფხულზე გამწვანდება გარემო,
ირგვლივ ალბათ ბევრი ქალი ტრიალებს,
ჩემთვის შენ ხარ მარტო ერთი ასე რომ:
..არ იდარდო მოღალატე არა ვარ,
და ღალატი გულში არც კი მქონია,
მე ვუსმენდი ირგვლივ ყველას გარშემო,
განა ყველა სიყვარულით მოდიან?
ვერ ავიტან ვერც შენს ღალატს იცოდე,
თუ გინდ ატყდეს ანარქია ქაოსი,
შენ ერთი ხარ მეც ერთი ვარ ასე რომ,
ჩვენ ორნი ვართ მარტო ამ სამყაროში..