13-14 ივნისს ვერეს ტრაგედიით გარდაცვლილთა და დაღუპულთა მოსაგონარი.
რატომ იჩქარეთ
უკომენტაროდ ვინ ჩაუვლის ამათ სურათებს
თვალი და გული გამოწურეთ ცრემლად დაღვარეთ.
სიცოცხლით სავსე ეს გულები რად ვერ ახარეთ
ზეცაში ასვლა რად, ისწრაფეთ,რატომ იჩქარეთ,
აქ უამრავი სიყვარული დაგიფესიათ
აქ ხომ ყველანი შენატროდით ლამაზ სიცოცხლეს
რად აატირეთ საქართველო - რად აატირეთ,
მოუშუშებელ იარებად სულს დააჩინეთ!
ზეცას ასულნი ანგელოზად მოგვევლინებით
უფლის სამყოფელს შეემატა კიდევ მრავალი
თქვენი ბრძოლა და შერკინება იმ სტიქიასთან
იყო ძლიერი, უსამართლო და არასწორი.
დალი დადუნაშვილი. 2015წ 07 აგვისტო