ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები - აი უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს.
არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება.
ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყე...ლოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით.
ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები.
ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი.
ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შე