"მოძღვარი მიწიერი ქრისტეა“
ვინც არ აღიარებს მშობელს, იგი არ არის შვილობის ღირსი და შესაბამისად ვერასდროს გაიგებს მშობლის ფასს, ვინც არ აღიარებს მასწავლებელს, იგი ვერასდროს გახდება მოწაფე, ამასთანავე სწავლულიც. ადამიანი, რომელიც უარყოფს ავადმყოფობის არსებობას, უარყოფს მკურნალსაც, შესაბამისად სენიც უკურნებელი დარჩება მისთვის.
დღესდღეობით ძალიან ხშირი და გავრცელებულია სიტყვები: „მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მოძღვრის, როგორ უნდა მივიდე მასთან, ვინც ცოდვილია, რაში მჭირდება მოძღვარი, ჩემითაც კარგად ვილოცებ!“ ან კიდევ: „ვიცი, რომ მაინც ვერ შევძლებ ყველაფრის შესრულებას, ვერ დავიცავ მარხვებს და ჯობია, სულაც არ დავიწყო“. მაშინ ჩვენც გავყვეთ მათ მსჯელობას და ვთქვათ: რა საჭიროა ჩვილისთვის მშობლებ