08.08.08.-ში ფოთში ვიყავი. დაახლოებით ეს დრო იყო როცა ფოთი შეზანზარდა, მშობლებთან და 2 დასთან "ბაში-აჩუკს" ვუყურებდი მახსოვს, ველოდებოდით საინფორმაციო ჩართვას რომ ახალი ინფორმაცია გაგვეგო. შეზანზარებიდან რამდენიმე წამში დენის წასვლას პანიკა მოჰყვა სამეზობლოში. ბავშვები ცხარე ცრემლებით ტიროდნენ, თვითონ დასამშვიდებელი დედები შვილებს აწყნარებდნენ. იმ ღამით არავის დაუძინია, ცას კი რუსული თვითმრფინავები უვლიდნენ წრეს. არანაირი ცნობა არ გვქონდა რა მოხდა, მხოლოდ ის გავიგეთ რომ პორტი დაბომბეს. მეორე დილით კი საშინელი ამბავი გავიგეთ, 30 წლის მეზობელი ბიჭი შეეწირა ამ ბომბს, შეეწირა კიდევ რბილი ნათქვამია. ( ბომბს შეეწირა ჩემი სკოლელი ბიჭი რომელმაც იმ წელს დაამთავრა სკოლა და ჯარში წაიყვანეს. დილით დიდი