თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი, წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი, კაცის ჩონჩხი დაბორკილი ნახე.
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი, შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს, მიიყვანეს შებორკილი პაპა.
ბარდაუკრავ ველებსა და ახოს გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.
გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს, ინატრებდა გამოკვეთილ სახნისს
და ყევარ ხარს-ნიკორას და ლაბას, წინ გარეკილ შვილიშვილის სახლით.
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ, სადაურსა სად წაიყვან ბედო.
მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?! საფლავშიაც ბორკილები ედო.
საქართველო არის თითქოს დიდი ქვევრი
იწურება შიგნით ერთად ცუდიც კარგიც
რაც ცუდია ილექება სულ მთლად ქვეით
რაც კარგია გვერგებადა წვეთს არ ვკარგავთ
აქ ღრუბლები ცხვრის ფარას გავს დილით მთაში
ხანაც ნაბად წამოცმული მხრებზე მწყემსი
თუ რწმენა გაქვს მთის მწვერვალზე ფრთებსაც გაშლი
და ღმერთის ხმა სამოთხიდან ლოცვად გესმის
გლეხის სახე ნაოჭებით თუ გინახავს
გეგონება ნაპრალებში ჩასდის მტკვარი
და ამ მტკვარში ეჭიდება თითქოს ბრმად ხავს
ასიათას მოწამეთა წმინდა კვალი
ქართველობა არა როგორც ეროვნება
ქართველობა არის დიდი ტრადიცია
თუ გინახავს მტერს რა გულით ეომება
დარწმუნდები არსად ასე არ იბრძვიან
არა ვრეკავ საქართველოს გლოვის ზარებს
რადგან ნაღდი ქართველები მყვანან გვერდზე
სხვის რა გითხრათ
ჩვენ ასეთად გავიზარდე
და მი