Предыдущая публикация
ნეტავ იცოდეთ, როგორ მჭირდება,
სულ ერთი წამით უნდა შევჩერდე,
თორემ გზის გავლა გამიჭირდება,
თვალებში ისევ აღელდა ზღვა და
ღიმილის მიღმა, ცრემლად, იღვრება,
ნეტავ შემეძლოს იმას დავეყრდნო,
ვისთვისაც ჩემი სუნთქვა იშლება,
მთელი ცხოვრება სიყვარულს ვეძებ,
რომელიც, მხოლოდ, ჩემი იქნება,
მაგრამ, ვერასდროს, ვერ შევხვდი მზერას,
ჩემთან ყოფნით რომ არ დაიღლება,
მე ოცნებების სასაფლაოზე,
ნატვრა დავტოვე, აღარ მჭირდება,
დიდხანს ველოდი მის ასრულებას,
ახლა რომც ახდეს გვიან იქნება,
დრო წამებს ისევ მიერეკება,
უნდა ავჩქარდე, უკვე, ბინდდება,
წარსულის გულზე გადავატარებ,
იმ გზას, რომელიც ახლა იწყება...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев