თითქოს დაკარგული სიცოცხლე იწყება,
რაც ამ ქვეყანაზე სიმდიდრე არსებობს,
შეშლილი ღირსების, ვნებებად იღვრება,
ცეკვავს სინატიფე გრძნობების ტალღებზე
და ღამის უკუნში ისმის მზის დიდება,
ნიავს გამოსტაცა დრომ სულის სიგიჟე,
სიგიჟე, რომელიც ჩემს სუნთქვას სჭირდება,
განთიადს მოადგა ცრემლები თვალებზე
და უსასრულობა ცის კართან იშლება,
სადღაც დაიკარგა ლოდინის სიბეცე,
რომელიც წარსულის წამებს თან მიჰყვება,
გული რომ მოგიხმობს, ნაცნობს და შორეულს,
გთხოვ ნუ დაიბნევი, ნურც გაგიკვირდება,
უბრალოდ, სულით, ვგრძნობ შენშია ის ძალა,
მე რომ სიცოცხლისთვის, უზომოდ, მჭირდება,
ნათდება გონების იდუმალ ჯურღმულში,
სულში კი იმედის მარცვალი ღვივდება,
ვდგავარ მიწისა და ზეცის გასაყართან
და სულის ბილიკზე სიმშვიდე იშლება,
წარმავალ სიმდიდრეს არ ძალუძს იყიდოს,
შენ რომ გელოდება, იმ სულის ღირსება,
ვიცი, რომ შეგხდები, ოცნების ბილიკზე,
იქ სადაც ცხოვრება, ხელახლა, იწყება.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев