Предыдущая публикация
დრო 30 წთ
თუკი დიდი ხანია გენატრებათ იმ ნაყინის გემო, რომელსაც ბავშვობაში მიირთმევდით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
ინგრედიენტები:
რძე 0,5 ლ
შაქარი 150 გრ
კვერცხის გული 3 ცალი
მაღალპროცენტიანი ნაღები 300 მლ
ვანილი 1 შეკვრა
ტაბულა
1. გაათბეთ რძე 36 გრადუსამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ.
2. უყავით შაქარი და ვანილი. შემოდგით ორთქლის აბაზანაზე თან ურიეთ, მასა რომ გასქელდება გადმოდგით და გააგრილეთ.
3. კარგად ამოიყვანეთ მაღალპროცენტიანი ნაღები. ფრთხილად შეურიეთ უკვე მომზადებულ მასას და შედგით საყინულეში რამოდენიმე საათი. (გაყინვის პერიოდში საჭიროა ამოურიოთ 3-4 ჯერ)
გემრიელად მიირთვით !
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев