"არ ვიცი რისა მეშინია - სიკვდილისა თუ სიყვარულისა... არა! არა! სიკვდილისა არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია; თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან..."
"ყველა დანაპირები არ უნდა დაიჯერო. ამქვეყნად ძალიან ბევრ რამეს დაგპირდებიან: სიმდიდრეს, ბედნიერებას, სიყვარულს კუბოს ფიცრამდე. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფრის შეპირების უფლება აქვთ. ისეთებიც არიან, ვინც უკეთესი ცხოვრების იმედით ყველაფერს იჯერებენ. ისინი ვინც ჰპირდებიან და არ ასრულებენ, ბოლოს უსუსურებად და არაფრისმაქნისებად იქცევიან ხოლმე. იგივე ემართებათ იმ გულუბრყვილოებსაც, რომლებიც პირველსავე დანაპირებს ებღაუჭებიან."
“ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც. თუ კეთილია და წმიდა, – მას ყველა წმიდანი ჰგონია. თუ ცოდვილია და ბოროტია – თავის თავს კი ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ სხვის ნაკლს.”
რა შეიძლება უწოდო ადამიანს – მას, ვისაც ცივ ზამთარში გაზაფხულის მოსვლის არ სჯერა?! – გამოუცდელი.. შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას. ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა. მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი...