სოხუმი ოცნებისა და სიყვარულის ქალაქია, სოხუმი მეგობრობისა და ნათესაობის ქალაქია, სოხუმი პატარა და უდიდესი ქალაქია, სოხუმი მწვანეში ჩაფლილი თეთრი ქალაქია. სოხუმელია დედაშინი, შენი ბაბუა, ბებია და უმეტესობა იმ ხალხისა, ვისაც შენ იცნობ. სოხუმელთა ძველი თაობა ნელ-ნელა მიდის, უსოხუმოდ მიდის... მაგრამ მოდიხართ თქვენ-უსოხუმოდ მოსული სოხუმელები.....