მსოფლიოში ყველა მანდილოსანს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, კეთილდღეობას, მშვიდობას და ღვთის წყალობას!... დედა ღვთისმშობელი ფარავდეს ყველა მანდილოსანს!...
სრულიად საქართთველოს ვულოცავ დამდეგ 2015 წელს!... წელი სიყვარულისა, ერთობისა, სითბოსი, ურთიერთჩახუტების, ღიმილიანი სახეების, ბედნიერი მომავლის მოისწრაფვის ჩვენკენ!... ჩვენც გავუღოთ გულისა და გონების საუნჯე, მივიღოთ მისი თბილი შემოთავაზება და გავუთბოთ ერთმანეთს გულები, გვიხაროდეს ერთმანეთის წარმატებები, ერთმანეთში მხოლოდ საღმრთო შურმა (კარგის მიბაძვის სურვილმა) დაისადგუროს, რათა წარმატებულის წარმატება გვიხაროდეს და სურვილი გაგვიჩნდეს წარმატებისა და წინსვლისა! ასევე მადლობა 2014 წელს, რასაც ეცადა, რაც შეგვისრულა, რაც გვეტკინა და რაც დაგვაკლდა იმისთვისაც მადლობა... მადლიერებით და სიყვარულით გავისტუმროთ ძველი და შევხვდეთ ახალს, იმედით, რწმენით, შემართებით... მინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ბედ
ამ ქვეყნიდან წავიდა კაცი, რომელიც იყო ,,ადამიანი".... დიახ, ადამიანი, ძნელია დღეს ადამიანობა... კაცი სათნოება, სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული!... ბატონო მევლუდ, გვტკივა და თან ვამაყობთ თქვენით!.. ეკას და კახას მეგობრები არასოდეს დაგივიწყებთ, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ თქვენგან , გპირდებით ამ ცოდნის ლამპარს სხვებსაც გადავუკიდებთ და გავუფრთხილდებით თითოეულ თქვენს სიტყვას და დარიგებას! ჩვენ გვიყვარდით თქვენ და გვეყვარება თქვენი სული, რომელიც გვჯერა სამუდამო სასუფეველში დაივანებს ადგილს! მოგვენატრებით ძალიან!....