ეს, იმ მთებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სიმაღლეში ეჯიბრებიან. ეს, იმ მდინარეებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებიან.
ეს იმ ლამაზ გოგო-ბიჭებს გაუმარჯოს!
რომლებიც ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან.
არსებობს ქვეყნები,
სადაც მთები პატარა მტვრის გორაკების სახითაა წარმოდგენილი, ქარის დაბერვა და მტვრად იქცევა.
არსებობს ქვეყნები,
სადაც მდინარეები პატარა რუ-ნაკადულის სახითაა წარმოდგენილი,
მზე სხივებსს დააჭერს და ამოშრება.
ჩვენ, საქართველოში,
მთებიც გვაქვს, მდინარეებიც, ლამაზი გოგო-ბიჭებიც და რაც მთავარია ღვთისაგან დალოცვილი ქვეყანაა.
მოდით, საქართველოს გაუმარჯოს!’’