როგორც ამ კისკისა ფანტელებს,
შენს ღიმილს თავს ვეღარ დავაღწევ,
ღამესაც იმ ფიქრში ვათენებ,
რაც უნდა შევთხოვო ახალ წელს.
ო, როგორ უხდება სითეთრე
პატარძლად შემოსილ ალუბალს,
ბაგიდან ღიმილი იფეთქებს
და ჩემს ფიქრს მხარს ისიც აუბამს...
ისრების ჩურჩულზე – თორმეტი,
მთელ სივრცეს შენს სახელს დავაწერ,
მე - შენი ერთგული პოეტი
ფიფქებით გილოცავ ახალ წელს...