ვერ ვაშენე ანანურიც,
არც დიდგორი მომიგია,
ამას ვამბობ სინანულით.
ვერც ამ მხრებით ვეხიდები
ჩვენს უძველეს ოთხთას, ბანას,
ოშკს შორიდან ვეხუტები,
მისი მიწის ყოველ ფენას.
დამაფიქრა ჯვარმაც მცხეთის,
მუდამ ვფიქრობ ჩემთვის ასე,
ჩემი ოფლის ერთი წვეთიც
ვერ შევწირე კვეთით ქვაზე.
ვინც ყოფილა ოპიზარი
მოვიხსენე წმინდა წყალთან.
ვერ მოვჭედე ოჰ, ის ზარიც,
ვერ ვაჩუქე ტაძარ სხალთას.
ძველად ტყავი ხარებს აძვრათ,
ქვის ზიდვაში ალავერდის.
მე კი ვბაძავ ხუროთმოძღვარს
ქვების თლაში, მარა ვერ ვთლი.
ღმერთო სულში მეც მომხედე,
მე სხვა შური არ მაქვს...ეს კლავს!
მისი მშურს მე ვინც მოხატა
სვეტიცხოვლის ყველა ფრესკა.
აზრი ვერ აქვს სახელს , ვერც გვარს,
ახლა გააქვს ამ გულს ბათქი.
დიდოსტატი მე რომ ვერ ვარ
ბარაკონის ჯვარ-გუმბათის.
უკვე თმა-წვერ შემოვერცხლილს
სისხლი ძარღვში ახლაც მყინავს...
აბჯრად რომ ვერ შემოვერტყი
მონასტერს და ბერებს ხინოს.
მეც მინდოდა რომ დამეცვა
მტრებისაგან ნიკორწმინდაც,
როცა ვნახე ელდა მეცა,
ცრემლისაგან თითქოს წვიმდა
და მე შემრცხვა გელათს ასვლაც,
იქ ხომ მეფე დავითია!..
იქ სვეტებიც მეფემ დასვა!
მე კენჭიც არ დამიდია.
.........ავტ: გ.დადეშ(გვარიშ)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1