"ყველაფერი თქვენს ხელშია"
აღმოსავლური იგავის მიხედვით ერთ ბრძენს ბევრი მოწაფე ჰყავდა. ერთს მათგანს
სურვილი გაუჩნდა, რომ მასწავლებელი შეცდომაში გამოეჭირა. მან დაიჭირა
პეპელა, ხელისგულებს შორის მოიქცია და მასწავლებელთან მივიდა და უთხრა:
- მასწავლებელო, მითხარი როგორი პეპელა მიჭირავს ხელში,- მკვდარი თუ
ცოცხალი?
თუ მასწავლებელი იტყოდა, "მკვდარი", მაშინ მოწაფე ხელებს გახსნიდა, ბრძენს
ცოცხალ პეპელას უჩვენებდა, ხოლო თუ იტყოდა, "ცოცხალი", მაშინ მოწაფე ხელებს
ერთმანეთს მოუჭერდა, პეპელას გასრესდა და ბრძენს მკვდარ პეპელას
უჩვენებდა.
ბრძენმა მასწავლებელმა შეხედა მოწაფის ხელებს, შემდეგ თვალებში ჩახედა და
უთხრა:
- ყველაფერი შენს ხელშია.
იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, დავმონებივარ სიყვარულს შენსას, ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა განადიდებენ სამებას ერთარსს. მინდა გრძნობებში გულწრფელი ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს, შენდობისათვის, წყალობისათვის წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს! დიდება უფალს.
"ერთ სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ფეთქებადი და თავშეუკავებელი ხასიათით იყო ცნობილი. ერთ დღეს მამამ დაიბარა, მისცა ლურსმნებით სავსე ტომარა და უთხრა, რომ ყოველდღე რამდენიც მრისხანებას ვერ მოთოკავდა, იმდენი ლურსმანი დაეჭედა ღობეზე. პირველ დღეს ღობეს რამდენიმე ათეული ლურსმანი მიემატა. მომდევნო კვირის განმავლობაში ყმაწვილმა ისწავლა თავის მოთოკვა და შესაბამისად ყოველდღიურად მცირდებოდა ახალი ლურსმნების რაოდენობა. ერთხელაც დადგა ისეთი დღე როდესაც ახალგაზრდა სრულიად მშვიდი და აუღელვებული იყო. გახარებული მამასთან მივიდა და მოახსენა ეს ამბავი. კმაყოფილმა მამამ ახალი დავალება მისცა ,რამდენი დღეც შესძლებ მრისხანება აკონტროლო იმდენი ლურსმნის ამოღება შეგიძლია ღობიდანო. გავიდა დრო და დადგა ისე
"24 წლის ბიჭმა, რომელსაც მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი დაიძახა:- მამიი, ნახე ხეები უკან-უკან მიდიააან. მამას გაეღიმა. იქვე, შეყვარებული წყვილი გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ასეთ ქცევას... ბიჭმა ისევ დაიძახა:- მამიიი, ნახე ღრუბლები ჩვენთან ერთად მოდიაან. შეყვარებულმა წყვილმა ჩუმად, დამცინავად ჩაიცინა... და მამას უთხრა: - რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი ვინმე კარგ ექიმთან კარგ საავადმყოფოში? - და ისევ ჩაიცინა...-იცით, ახლა ზუსტად საავადმყოფოდან მოვდივართ. ნიკა დაბადებიდან ბრმაა. მხოლოდ ახლა, დიდი შრომის შედეგად აუხილეს ექიმებმა თვალი და პირველად ხედავს სამყაროს...