მე ვიცი, ჩემში ორი ქალია -
ერთი ლექსებს წერს, მეორე არა . . .
მე ვიცი იმ ერთს რა უხარია,
მეორე გულში რა ნაღველს მალავს . . .
ერთი ადგება დილაადრიან,
მეორე ღამით სულ არ იძინებს . . .
ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,
მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს
რა ლამაზი ხარ,
ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,
ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,
რა თვალები გაქვს
ალბათ ყველას აჯადოვებენ,
მეც შემომხედე...
თუმცა უკვე მომაჯადოვეს.
რა ტუჩები გაქვს,
მაგრამ ყველას როდი აკოცებ,
რაც გინდა მთხოვე,
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,
რა ჭკვიანი ხარ,
სიყვარულში არვის უტყდები,
რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ ამას ვერ გეუბნები,
ჩემი რომ იყო,
გულში მაგრად ჩაგიხუტებდი.
რა ლამაზი ხარ,
ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,
ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,
რა თვალები გაქვს
ალბათ ყველას აჯადოვებენ,
მეც შემომხედე...
თუმცა უკვე მომაჯადოვეს.
რა ტუჩები გაქვს,
მაგრამ ყველას როდი აკოცებ,
რაც გინდა მთხოვე,
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,
რა ჭკვიანი ხარ,
სიყვარულში არვის უტყდები,
რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ ამას ვერ გეუბნები,
ჩემი რომ იყო,
გულში მაგრად ჩაგიხუტებდი.