ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ.
ახალციხის ციხე ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე - მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.
IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი - ლომსია უნდა რქმოდა. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ქალაქი მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქაა ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწ
საფარის მონასტერი — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან.
XIII საუკუნის მიწურულს საფარისათვის ახალი ეპოქა იწყება. 30-იანი წლებიდან საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. სამცხე ამ დროს უკვე გამოყოფილია საქართველოს სახელმწიფოსაგან, რომლის მმართველი - ჯაყელები უკვე მონღოლთა ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებიან, თუმცა მაინც ატარებენ ქართულ საკარისკაცო წოდებებს. სწორედ ამ პერიოდში XIII-XIV საუკუნეებში ჯაყელებმა გადააქციეს საფარა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალედ.
XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, საფარა დაცარიელდა. ისევე, როგორც მე
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ თელავიდან დასავლეთით 7-8 კმ-ზე, სოფელ იყალთოს განაპირას. იყალთოს მონასტერი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა განმანათლებელმა მამა ზენონმა VI საუკუნეში. კომპლექსიდან შემორჩენილია სამი ეკლესია: VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“, რომელიც აშენებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია გადმოსვენებული ზენონი. იგი კახეთის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი ძველი გუმბათიანი ტაძარია. გეგმაზე აქვს ტოლმკლავა ჯვრის ფორმა. ეკლესიის მხატვრულად გაფორმებული ერთადერთი ნაწილი გუმბათის ყელია. მის სარკმლებს შემოვლებული აქვს დეკორატიული თაღები ფერადოვანი, რელიეფური რომბებით. ტაძარს სამივე მხრიდან აქვს შესასვლელი თაღოვანი კარიბჭეებით. დასავლეთი კარიბჭის მეორე ს
После посещения огромной территории пещерного монастыря Вардзия стоит обязательно проехать и в этот укромный уголок находящийся недалеко в узком ущелье, всего лишь в трех километрах.
Ехать надо влево по дороге перед подъемом в Вардзию.
Земо Вардзия в переводе с грузинского-верхняя Вардзия, это крошечный женский монастырь. Эта древняя обитель была построена предположительно в XI веке и при царе Георгие III объявленная царским монастырем. Долгое время монастырь был в запустении, но благодаря насельницам, обитель приукрасилась и ей возвращено былое благолепие.
Территория монастыря небольшая,и очень уютная, везде клумбы с цветами,два бассейна, в которых выращивают форель,домашний скот, пасущийся