გვარების საყურადღებოდ მახათას მთის მშენებარე მონასტრის მიდამოებში საგვარეულო ტყის გაშენებისათვის გამოყოფილია სათანადო ტერიტორია. მსურველ გვარებს შეუძლიათ ნერგები უფასოდ მიიღონ სამების ტაძრის სანერგეში დედა თეკლასთან. მახათას მთის მშენებარე მონასტერთან უკვე მოღვაწეობენ ბერები. ისინი მიგითითებენ ნერგების დარგვის ადგილს და გადმოგცემენ დარგვისთვის საჭირო იარაღს. ბერები მუდმივად აქ იმყოფებიან. შეგიძლიათ დაურეკოთ და შეუთანხმდეთ ამ ტელეფონზე: 577 98 72 76 - მამა იოსები. სრულიად საგვარეულოთა კავშირის გვარი და გვარიშვილობის გამგე
“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვა