მაგრამ მიუხედავად იმისა, ტონიო მაინც ბედნიერი იყო. რადგან ბედნიერება,როგორც თავისთვის ამბობდა,ის კი არ არის, რომ სხვას უყვარდე,რაც ზიზღის მომგვრელი კმაყოფილებაა პატივმოყვარეობის დასაცხრობად. ბედნიერებაა, როცა შენ გიყვარს და ალბად ისიც, სატრფოსთან სიახლოვის მაცდური წამებით რომ განიცდი ნეტარებას... და ტონიომაც გონებაში აღიბეჭდა ეს აზრი,სავსებით შეისისხლხორცა...