სააღდგომო კვერცხი კი არის სიმბოლო უფლის აღდგომისა, ასევე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-განახლებისა;როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭისგან იბადება სიცოცხლე, რომელიც სავსებით დამალული იყო, ასევე საფლვში მყოფი ქრისტეც აღსდგა სიკვდილისა და ხრწნილების საუფლოდან. ამიტომაც ითვლება სააღდგომო კვერცხი უფლის აღდგომის სიმბოლოდ.
რაც შეეხება სააღდგომო კვერცხის მეორე სიმბოლურ მნიშვნელობას, მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ასეა განმარტებული;''ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისგან, სულ სხვა უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ავღორძინდებით''.
სიკვდილი მოიკლა და დამარცხდა თვით ქრისტეს მიერ. ქრისტე აღსდგა!...მრავალს დაესწარით. უფალი გფარავდეთ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев