გამოვიგონებ,რადგან მინდა დაგხატო ღმერთად,
ცისფერ ფერებით დაგხატო და გაგაფერადო
და გამუდმებით ცხადში,სიზმრად სულ იყო ჩემთან.
რადგან შენ ქრები,ემსგავსები ჩემს ლამაზ სიზმარს,
თითქოს არასდროს ყოფილხარ და გამოგიგონე,
სულ მენატრები,ვერ ვამშვიდებ ბობოქარ სულს და
წვეთ-წვეთად ვაწვდი შენი ნახვის შენახულ წუთებს.
ხო და დაგხატავ,მოვიგონებ უნაზეს ფერებს,
ფუნჯით შევამკობ შენი სულის უხილავ ბგერებს,
ჩემთან იქნები გამუდმებით,სიცო
ცხლევ,ჩემო,
და მაშინ ვიტყვი რომ ჩემი ხარ და არა გჩემობ.
გამოგიგონებ,რადგან ასე მიჭირს ძალიან,
უშენობასთან ბრძოლას ვიწყებ თითქოს თავიდან,
შენს მონატრებას ვეღარ ვუძლებ,ვატყობ ვიშლები,
და მოსვენებას მიკარგავენ შენზე ფიქრები.
გამოვიგონებ ციურ ფერებს,ყველაზე ლამაზს,
ფუნჯით დავხატავ შენ სიყვარულს,ასე რომ მტანჯავს,
შენ თუ წახვედი ეს ფერები გამათბობს მარად,
იქნებ არცა ხარ?არც ყოფილხარ?ვიგონებ ზღაპარს....
ქ.აბრამიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев