Предыдущая публикация
საქართველოში გული დამრჩა, თვალები დამრჩა
ახლა იმ თვალებს მზის სინათლის ნახვა სწყურია,
გადააფარე ღვთისმშობელო იმედის კალთა,
სანთლად რომ დნება მომლოცველი ჩემი სულია.
დედა ვარ, მხრებზე უღელდებულს მისმენდე ვიცი,
ჩემი სიშორე სახადია ქვეყნის ტკივილის,
ჩემი ჯვარია, არ მჩვევია დედავ ჩივილი,
ოღონდ მაჩვენე განთიადი შვილის ღიმილის.
შვილის თვალებით გამახედე, მისით მასუნთქე,
შვილის სიხარულს მაზიარე შვებით ლხენილით,
დედაო ღვთისავ, სამი შვილი შენ რომ გაჩუქე,
სამი ლოცვაა ტანჯვის ცრემლებს გადარჩენილი.
საქართველოში გული დამრჩა, თვალები დამრჩა.....
ახლა იმ თვალებს მზის სინათლის ნახვა სწყურია....
მარინა ხუჭუა
27 09 2016


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев