Предыдущая публикация
წუთები წამებს გადაითვლის სულმოუთქმელად.... სევდა კი ისევ რჩება -გამოუთქმელად.... სიტყვებიც სადღაც იყუჟებიან წარმოუთქმელად..... მიზეზს არც ვეძებ ,რაც მემართება იმპულსური და წუთიერია როგორც სამყარო....!!! და სამყაროში ყველაფერი წარმავალია... და "გარდამხდება გარდასავალი"... წინ კიდევ გზაა,გრძელი ,სავალი.... ბევრი მინახავს ღვთისკენ მავალი... გზას აცდენილი,კუპრს-ჩამავალი.... ჯვარ-გატეხილი,ზნედაცემული... მაინც აღმდგარი კვლავ სულიერად..... ამოგვსებოდეს უფლის რწმენით სულის საწყაო.... დღეც ღამეს შეცვლის... საათი წუთებს..... წამებს წუთები...... სულიერებით----არასოდეს არ ეწამები......!!!
/ ნ.ზათიაშვილი.... 04.01.2014/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7