დედამიწა აღნიშნავს და უხარია. ყველა ერისა თუ რჯულის ხალხი ახალი მოლოდინით და იმედებით ემზადება ახალი წლის შესაგებებლად. მაგრამ ცოტა თუ უფიქრდება საიდან ეს 2016? საიდან და ქრისტეს შობიდან ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს დაბადებიდან... ადამიანთა უმრავლესობის მოლოდინი და იმედები კი მაიმუნისკენ არის მიპყრობილი და მის წელიწადად აღიარებს... ქრისტესგან არ აქვთ მოლოდინები და მაიმუნისგან ელოდებიან აი ასეთი ცბიერია ბოროტი და ასე დასცინის ადამიანებს. თამაზ ჭილაძე ერთ მის ნაწარმოებში აღნიშნავს. ადამიანთა საზოგადოებაში აშკარად ზოოლოგიური ბუმია, ვერ ამჩნევ? თუმცა, შენ კი არა, ვერავინ ამჩნევს. გამაიმუნებული ადამიანი გაცილებით ბინძური და საშინელია, ვიდრე თვითონ მაიმუნი, რომელსაც დასანახად ვერ ვიტან და კიდევ კარგი, ცალცალკე ვცხოვრობთ, ის თავისთვის, მე ჩემთვის. მაგრამ რა მოვუხერხო ამდენ გამაიმუნებულ ადამიანს, სად დავემალო, რატომ უნდა ვცხოვრობდე მათთან ერთად საერთო გალიაში!“
- ამიტომ გთხოვთ ჩემო საყვარელო ადამიანებო რომ ნუ ჩავვარდებით კურიოზულ სიტუაციაში და თავშიც არ გავივლოთ ის რომ თითქოს ქრისტეს შობიდან 2016 წელსს მაიმუნებთან ან ზოდიაქოს რაიმე ნიშნებთან რაიმე აკავშირებს... ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ და მოლოდინიც და იმედებიც ქრისტეს უნდა დავუკავშიროთ და მფარველობა გამოვითხოვოთ ღვთისაგან .
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მშვიდობიანი და მადლით სავსე ყოფილიყოს საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის.ამინ.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев