უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . .
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ,
რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .
ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათ