წმ. იოანე ოქროპირი.
"...რომ შეგვეძლოს იმ ადამიანთა სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავდით თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში. როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ეკალბარდით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები. თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის და გესლის ამოგლეჯას გულიდან და განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს –მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ განა შესაძლებელია, ხსნის რაიმე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს არ უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს?
.... რაოდენ დიდი იქნებოდა ჩვენი სულიერი სიხარული, რამდენ სარგებე
წმ. დიმიტრი როსტოველი.
ჩვენში ქრისტეს შემოსვლას ჩვენი ამპარტავნული გულისსიტყვების, სიტყვებისა და საქმეების ბორცვები და მთები ეწინააღმდეგება, რამეთუ ქრისტე არ მიდის იქ, სადაც ამპარტავნება აღმართულა. ისე, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: "არაწმინდა არს წინაშე უფლისა, ყოველი მაღალი გულითა" (იგავ. 16-6).