$$$რას იწვევს ღამით “მესიჯობა” – ეს ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს!
განათლება
ბევრი მოზარდი, ტელეფონის გარეშე დასაძინებლად არ წვება, მიმოწერით ერთობა და ხშირად ღამით გვიან იძინებს, რაც აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითად მოქმედებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე მოზარდები 8-დან 18 წლამდე, ყოველდღიურად, გაჯეტებს თითქმის 7,5 საათს უთმობენ. გაჯეტის ეკრანიდან წამოსული ცისფერი შუქი სიბნელეში ძლიერდება და ანელებს ჰორმონ მელატონინის (ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რითმის მარეგულირებელი. უძილობის დროს, „ბიოლოგიური საათის“ კორექტირებისთვის მას აბების სახით მიიღებენ) გამოყოფას, რის გამოც ადამიანი დიდხანს ვერ იძინებს. თვალების დახუჭვაც ვერ იცავს ამგვარი შუქის ნეგატიური მოქმედებისაგან. შუქის ჩაქრობი
$$$უძველესი ქართული სახარება, რომელსაც მაჰმადიანები მაგიურ ძალას მიაწერდნენ (ფოტო)
უძველესი ქართული სახარებებიდან ბევრი აღარ არის შემორჩენილი, მაგრამ რამდენიმე მაინც გადარჩა და ყველას თავისი ისტორია აქვს. მათ შორის ყველაზე ძველი არის ადიშის ოთხთავი, რომელიც 897 წელს არის გადაწერლი და დღეს სვანეთში, მესტიის ისტორიულ-ეთნგორაფიულ მუზეუმში ინახება.
ადიშის ოთხთავს დღესაც დიდი ინტერესით იკვლევენ უცხოელი მკვლევარები ამერიკაში, ბელგიასა თუ გერმანიაში. ოთხთავის შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნა 1901 წელს ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ხახანაშვილმა. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ექსპედიცია მოაწო სვანეთში და თავისი თვალით ნახა ეს წიგნი. ცნობილმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე ერმაკოვმა გადაიღო ადიშის ხელნაწერ