
ფანტასტიური გინდა ნერვები ამ მიძინებულ უცხო მხარეში, უგზო,-უფულო ბედს დანებდები დღეს გააცილებ ფიქრით ნაგვემი... შემოღამდება,-დაწვები იქნებ როგორმე ჰქონდეს ფიქრს დასასრული, ხმას ააყოლებ გულში ნაზ რითმებს გაგახსენდება დღე გაზაფხულის... მაგრამ ამაოდ,-ცივი ზამთარი დაგათენდება თავზე მჭმუნვარედ, დაგავიწყდება სიზმრად ნანახიც შავ ფიქრს გაყვები კვლავაც მდუმარედ... ავტორი:დალი კაციაშვილი-თვალადელი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев