კუშის უხარია ეს ამბავი.
• არნავი მცენაარებს ივლის და თავს ცუდად გრძნობს.
• შემდეგ კომპიუტერთან მუშაობს და მაშინაც ცუდად გრძნობს თავს. თვალებში ისევ უბნელდება.
• არნავი შედის სამზარეულოში და კუშის უახლოვდება. კუში კი სთხოვს არ მიეკაროს. არნავი ცდილობს უთხრას, რომ ცუდადაა მაგრამ კუში არ უსმენს.
• კუში უკან მიხედავს და არნავს რომ ვეღარ დაინახავს ჰგონია რომ წავიდა. მაგრამ უცებ იატაკზე არნავს დაინახავს, რომელიც ცუდადაა.
• აკაში პაიალს ბაზარში დაინახავს და გამოელაპარაკება.
• კუში ცდილობს ანჯალის ან ლავანიას დაურეკოს, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს არნავს გული მისდის.
• კუში არნავს გამოაფხიზლებს.
• აკაში პაიალს პროდუქტების წაღებაში ეხმარება.
• არნავი კუშის სთხოვს, რომ რაიმე ტკბილი აჭამოს. კუში ჯალების აჭმევს.
• არნავი თავს ოდნავ კარგად იგრძნობს და ფეხზე წამოდგება. უცებ ისევ იქცევა მაგრამ კუში იჭერს.
• არნავი კარგადაა, მაგრამ კუში მაინც არ უშვებს და შეშინებული უყურებს.
• კუში იგებს, რომ არნავს დიაბეტი აქვს და მასზე ნერვიულობს.
• არნავი კუშს ეუბნება, რომ არავის უთხრას მისი ცუდად გახდომის შესახებ.
• პაიალი აკაშს ჩაიზე ეპატიჟება, მაგრამ აკაში უარს ამბობს.
• ანჯალი, ბებია და მანორამა სახლში ბრუნდებიან. ანჯალი კუშის ეკითხება სატელეფონო ზარის შესახებ, მაგრამ კუში სიმართლეს არ ეუბნება.
• კუში ჯალების ცომის გაკეთებას იწყებს და თან არნავზე ფიქრობს. გადაწყვეტს, რომ არნავს მოუბოდიშოს მომხდარის შესახებ. დასვრილი ხელით მიდის არნავის ოთახში.
• კუში არნავს ბოდიშს უხდის და თან დასვრილ ხელს სახეზე ისვავს. არნავი ცდილობს უთხრას, რომ სახე დასვრილი აქვს მაგრამ კუში ვერ ხვდება და უფრო მეტად ისვრის სახეს.
• არნავს კუშის დასვრილი სახის დანახვაზე ეცინება. კუში გაოცებული უყურებს მის სიცილს.
• ამ დროს ანჯალი მიდის მათთან და უხარია მოცინარი არნავის ნახვა. რადგან მან ასე პირველად გაიცინა.
• ანჯალიც იცინის კუშის სახის დანახვაზე. კუშიც ვხდება რაზეც იცინიან და ტოვებს იქაურობას.
• კუში ფიქრობს, რომ არნავი როდესაც იცინის დემონს და ურჩხულს არ ჰგავს. ახსენდება მისი სიცილი და ეღიმება.
• კუში არნავის მანქანის ავზიდან საწვავს ღვრის.
• ლავანია რაიზადებში სახეზე შარფ შემოხვეული მიდის. მანორამა მას ვერ სცნობს.
• კუში არნავის მანქანის დაბარგულს აღებს და უნდა რომ საჭმელი ჩადოს. უცებ მისი შარფი გაიჭედება საბარგუში. ის ცდილობს როგორმე მოხსნას შარფი მაგრამ ამ დროს თავს რკინას დაარტყავს, გაითიშება და საბარგულში ჩავარდება.
• ლავანია ვერ ახერხებს არნავტან ერთად წასვლას.
• არნავი საბარგულში კუშის ვერ ხედავს და მიდის.
• კუში გონს მოდის და ხვდება, რომ არნავის მანქანის საბარგულშია. ის იწყებს ყვირილს. მაგრამ არნავს არ ესმის მისი.
• კუში კვლავ ყვირის, არნავს ესმის ხმა მაგრამ ყურადღებას არ აქცევს.
• არნავი საცობშია, ამ დროს გაიგებს კუშის ყვირილს. საბარგულს გახსნის და კუშის აღმოაჩენს.
• ლავანიას ოთახში წყალი არ მოდის რომ სახე დაიბანოს. ის სალოცავ კუთხეში დაინახავს წმინდა წყალს და გადაწყვეტს გამოიყენოს ის.
• ბებია მას დაინახავს და უყვირის.
• კუში არნავს უყვება თუ რა მოხდა. ის გაიგებს რომ ლავანია იქ არაა.
• არნავი კუშის ეტყვის რომ მანქანაში დაჯდეს. კუში ისევ საბარგულში აპირებს ჩაჯდომას. არნავი გაოცებული უყურებს მას და მანქანის კარგს უღებს.
• კუში გზაში ბევრს ლაპარაკობს რაც არნავს აღიზიანებს.
• არნავი სიჩქარეს უმატებს, კუშის ეშინია. ამ დროს არნავს გაახსენდება რომ კუშის სიჩქარის ეშინია და სიჩქარეს უკლებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев