Картинки из тем
გუშინ აქ: 17:11
კომენტირება0
გაზიარება0
"მაგარია!"0
კიდევ
სამშაბათის სერია: 247(3/4) - 248 - 249(2/4) შიამი ისევ არნავის საბუთებში იქექება და გეგმებს აწყობს. არნავი უკვე სახლშია და კუშიზე ფიქრობს, ამ დროს ისიც მოდის და ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარა. არნავი გაოცებული უყურებს მას. ბიჭი უხეშად კიდებს ხელს და ეკითხება რას გეგმავს ახლა. კუში მას ყურადღებას არ აქცევს და დედასთან გადის. არნავი და კუში ტოვებენ გუფთების სახლს. მამიდა და კარიმა ბოდიშს უხდიან არნავს ყველაფრისთვის თუ რამე ცუდი მომხდარა. პაიალი ურეკავს კუშის, გოგო ეუბნება რომ მალე მივლენ სახლში, შემდეგ კი ისევ მხიარულად აგრძელებს საუბარს. გაბრაზებული არნავი მანქანიდან გადმოდის და კუშისაც გამოათრევს. ის ეუბნება რომ ვერ დაივიწყებს ასე მალე ყველაფერს, ვერ აპატიებს მას და გულს ტკენს მისი მშობლების ხსენებით. კუში აპირებს წავიდეს, მაგრამ არნავი იჭერს და ახსნას სთხოვს. კუში ეუბნება რომ თუ ასეთი საშინელი ადამიანი გონია რაღა საჭიროა აუხსნას რამე. არნავი ბრაზობს. კუში ეუბნება არნავს სრულ სიმართლეს შიამზე, მაგრამ ბიჭი არ უჯერებს მას. არნავი ეუბნება რომ მას საკუთარი თვალების სჯერა და ის და შიამი ჩახუტებულები დაინახა. არნავი საყვედურობს კუშის რატომ არ თქვა ეს ყველაფერი. კუში პასუხობს რომ ის ფიქრობდა თავის ოჯახზე და ანჯალიზე. არნავს არ სჯერა მისი ცრემლების და ფიქრობს რომ ეს ყველაფერი თამაშია. კუში ამბობს რომ სძულს შიამი და სიკვდილი ურჩევნია მასთან ყოფნას. ისინი სახლში ბრუნდებიან. კუში დას ესაუბრება, შემდეგ კითავის ოთახში ტირის. ის მიდის შიამთან და სთხოვს რომ არნავს სიმართლე უთხრას. შიამი კითხულობს რატომ უნდა კუშის ამის გაკეთება. კუში პასუხობს რომ არ უნდა გაუგებრობა არნავთან. შიამი სთავაზობს კუშის რომ არნავს საბუთებზე მოაწერინოს ხელი. კუში უარობს ამას და შიამიც არ მიყვება მას. კუში არ თანხმდება შიამს და გადის ოთახიდან. არნავი ლეპტოპთან ზის და იხსენებს კუშის სიტყვებს. ოჯახის წევრები საუბრობენ მისი და კუშის ვიზიტზე გუფთების ოჯახში. კუში საჩუქრებს აძლევს ანჯალის და ეუბნება რომ მან და არნავმა მშვენივრად გაატარეს დრო. ანჯალი კითხულობს რამე ცუდი ხომ არ ხდება მათ შორის და ეუბნება რომ მოთმინება გამოიჩინოს. ამ დროს არნავი შემოდის და ამბობს რომ ოფისში მიდის, ოღონდ მაისური უნდა გამოიცვალოს რადგან ღილი მოძვრა. ანჯალი ეუბნება რომ ამის გამო ნუ გამოიცვლის და კუშის აძლევს ნემსს და ძაფს. კუში მიდის არნავთან და იწყებს დაკერებას. არნავი ამბობს რომ საჭირო არაა დრამა და წასვლას აპირებს, კუშის ნემსი შეერჭობა თითში და არნავი რჩება. კუში ცრემლიანი თვალებით აგრძელებს, არნავი მას სევდიანი სახით უყურებს. კუშის უნდა დაელაპარაკოს, მაგრამ ბიჭი არ უსმენს.
ಌஜಌARNAVI KUSHI♥ ♥(BARUN-SANAYA KLAN)ADM


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев