***10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა
10 უკრაინელი ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა. დაკავების შესახებ ინფორამაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რაც შეეხება ბავშვებს, სოციალურმა სამსახურმა ოთხი მოზარდი თბილისში გადაიყვანა, ოთხი ბავშვი სოციალური სამსახურის ქუთაისის სამსახურში იმყოფება, დანარჩენი ორი კი, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.
ამასთან, როგორც 20 აპრილს შიანაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, უკრაინელი ბავშვების საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შსს-ში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილი იყო. ქალბატონი საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-ს განცხადების თანახმად, 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს. ასევე უწყების ინფორმაციით, ვინაიდან ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი).
ბრალი არ ქონდა წაყენებული და ვიდრე ბრალს არ წაუყენებენ, დაპატიმრებული როგორ იქნებოდა? რო დაემტკიცებინა თავის ნათქვამი, ჩემი შვილები არიანო, ზოგი ნამდვილი და ზოგი აყვანილი, იცი რა სკანდალი მოყვებოდა მაგას?
ტრეფიკინგი და ბავშვებით ვაჭრობა არის საერთაშორისო დანაშაული, მაგას მნიშვნელობა არა აქვს რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ. სადაც გამხელენ და დაგიმტკიცებენ, იქ ბრალსაც წაგიყენებენ. მაგას ყველაფერი გათვლილი ქონდა, უბრალოდ ბავშვების მოწამვლამ შეუშალა ხელი, თორემ ისე ალბათ გადაიყვანდა
araaq mnishvneliba ra danishnulebit. mtavari isaa ro saqinelivit nivtivit kidda da tan sxvis shvilebs. motacebulebs. magis deda vatire. camebashi unda mokla eg satana qali
Es bavshvebi qutaisis klinikashi arian ative ertmanetze uketesebi da angelozebivit arian aqedan otxi martla misia es deenemmac daadastura eqvsi surogaciit ogin ative miss qmrisaa .....xandaxan survilis mqonda tmebshi vwvdomodi metria es qali dayrida am bavshvebs da tviton daexeteboda tqven ar icit ra bavshvebi arian da dideba ufals rom am sashineli qalis xelebidan daoxsnes
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 46
1. ორგანოებით ვაჭრობა ყველაზე დიდი ფული
2. ერთნაირსქესიანებზე მიყიდვა.
3. პედოფილები და პორნოგრაფია...